სასწავლო კურსის მიზანია აკადემიური წერის უნარ-ჩვევების გაღრმავება/დახვეწა მედიის სკოლის მაგისტრანტებისათვის, მათ მიერ მეცნიერული აზროვნებისა და ადეკვატური ტექსტების შექმნის უნარის გამომუშავება. სალექციო კურსი აგებულია საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ აკადემიური წერის პრინციპებზე და მოიცავს სამეცნიერო ნაშრომის შექმნის მეთოდებს, ხერხებსა და საშუალებებს. კურსი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წერის პროცესი, არგუმენტირებული ესე, კრიტიკა, ანალიტიკური რეფერატი, კვლევითი რეფერატი. კვლევითი პროექტი, სამაგისტრო ნაშრომი, პლაგიატი და სხვ. კურსის შინაარსი ითვალისწინებს ლოგიკური არგუმენტის შექმნის, არგუმენტირებული მსჯელობის ჩამოყალიბების უნარის განვითარებას. ყურადღება ექცევა სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენების მნიშვნელობას კრიტიკული აზროვნების, კითხვისა და აკადემიური წერის უნარების ჩამოყალიბებაში. კურსის მიზანია მაგისტრანტები მოამზადოს სამაგისტრო ნაშრომის შესაქმნელად; ხელი შეუწყოს სტუდენტის მიერ აკადემიური წერის პროცესის გათავისებას (თემის შერჩევა, განსახილველი საკითხების გამოყოფა; სტრუქტურულიორგანიზაცია)


კურსი დაეხმარება მსმენელს მიიღოს გამოცდილება და ცოდნა, კვლევის რაოდენობრივ მეთოდებზე, შეასრულოს მონაცემთა ანალიზი და მიღებული შედეგი აქციოს ოპტიმალურ გადაწყვეტილებად თუ შემაფასებელ წინადადებად.

კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე და მოიცავს შემდეგ თემებს:

•             ოპტიმალური არჩევანის შესრულება შეზღუდული რესურსების პირობებში;

•             გრაფიკების, ჰისტოგრამებისა და სხვაფუნქციონალური ფორმების შექმნა;

•             მოთხოვნა-მიწოდებისა თუ სხვადასხვატიპის დანახარჯების მინიმიზაციისა ან მოგების მაქსიმიზაციისათვის ოპტიმიზაციის ამოცანების დასმა-გადაწყვეტა;

•             ოპტიმალური არჩევანის შესრულება ფინანსური პორტფოლიოს მართვაში;

•             გადაწყვეტილების ხეების აგება;

•             აპროქსიმაციები უმცირეს კვადრატთა, პოლინომიური და ექსპონენციალური მეთოდებით;

•             პროგნოზირება, ჰიპოტეზების ტესტირება და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დასკვნების გაკეთება;

•             მოდელირება სიმულაციის, სცენარებისა თუ მონტეკარლოს მეთოდების გამოყენებით;

მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის შესრულებისათვის მსმენელი გამოიყენებს EXCEL-ისა და სტატისტიკური პროგრამული პაკეტი – SPSS –ის საშუალებებს.


სტუდენტები შეისწავლიან გლობალური ჯანდაცვის თეორიული და პრაქტიკულ ასპექტებს,  მიზნებსა და ფუნქციებს,  მათი ფორმულირების და განხორციელების პროცესებს, რაც სტუდენტებს დაეხმარებათ,  საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, გლობალური ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაში