სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები თავდაპირველად გაეცნობიან კონცეფციებს, რომლებიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროცესის მიზნებსა და პედაგოგიურ მიდგომებს. შემდეგ, მონაწილეები შეისწავლიან საგანმანათლებლო თეორიებს (მაგ. თეორია ერთი, მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, სოციალური დასწავლის თეორია), რომლებიც მათ შესაძლოა დაეხმაროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსის დაგეგმვასა და განხორციელებაში. კურსის ფარგლებში მონაწილეები ასევე შეისწავლიან პედაგოგიური მიდგომების ძირითად ჩარჩოებს (ტრადიციულს, სისტემურს, კრიტიკულს და ა.შ.). კურსის ძირითადი ნაწილი დაეთმობა სხვადასხვა პედაგოგიური ხერხის შესწავლას, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი მოსწავლეების მოტივირებაში, ცოდნის კონსტრუირებაში, სწავლის შედეგების შეფასებასა და სხვ. ამ ნაწილის ფარგლებში სტუდენტები გაიცნობენ ასევე თანამედროვე ელექტრონული სწავლების მიდგომებსა და პლატფორმებს, შეისწავლიან ელექტრონული სასწავლო ობიექტების შემუშვების პრინციპებსაც.
- Teacher: Simon Janashia