კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამების დასრულებისას მაგისტრანტი ქმნის სამაგისტრო ნაშრომს. სამაგისტრო ნაშრომი უნდა წარმოადგენდეს ინდივიდუალურად შესრულებულ თეზისს.
სამაგისტრო ნაშრომში სტუდენტმა უნდა წარმოაჩინოს სპეციალიზაციის სფეროში შესრულებული თეზისი. ნაშრომში სტუდენტმა უნდა შეძლოს თეზისის შინაარსობრივი, საგნობრივი და ენობრივი თვალსაზრისით დამაჯერებელი წარმოდგენა.
სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარებამდე ერთი კვირით ადრე, სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის მდივანი ამოწმებს წარმოდგენილი მასალების წინამდებარე დებულების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, ნაშრომს უბრუნებს მაგისტრანტს შესწორებების შესატანად და დაბეჭდილი ვერსიის წარმოსადგენად.
საბოლოო ნაშრომის ჩაბარებამდე, მაგისტრანტი ვალდებულია ატვირთოს ნაშრომი moodle-ში, რათა მოხდეს ნაშრომის მსგავსების ხარისხის დადგენა შესაბამისი პროგრამის მეშვეობით. სტუდენტი ვალდებულია დაიცვას მსგავსების დაშვებული ზღვარი. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომს მიესადაგება შესაბამისი ხარისხის სანქციები უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად.