კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის
სადოქტორო
პროგრამის დასრულებისას დოქტორანტი ქმნის სადისერტაციო
ნაშრომს, რომელიც წარმოადგენს დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე შექმნილ
სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც საფუძვლად უდევს მოპოვებული ახალი ცოდნა და, რომელიც
მოწოდებულია წვლილი შეიტანოს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.
პროგრამისთვის სადოქტორო დისერტაციის ოფიციალურად ჩაბარებამდე ადმინისტრაციის მიერ დათქმულ ვადაში დოქტორანტი moodle-ში ტვირთავს ნაშრომის ელექტრონულ ვერსიას სადოქტორო ნაშრომის გაფორმების წესთან შესაბამისობის დადგენისა და პლაგიატზე შემოწმების მიზნით, უნივერსიტეტში დადგენილი წესების შესაბამისად.
სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების
წარდგენა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევა, პლაგიატი არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის არგაცემის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას
იღებს სახელმწიფო მართვის სკოლის სადისერტაციო საბჭო.