სამაგისტრო ნაშრომი დამოუკიდებელი სამეცნიერო–კვლევითი ნაშრომია, რომლის შესრულება და საჯარო დაცვა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების აუცილებელი პირობაა. მაგისტრანტი ქმნის სამაგისტრო ნაშრომს საუნივერსიტეტო სტანდარტის მიხედვით. სამაგისტრო ნაშრომი მზადდება დარგის სპეციალისტთან ერთად და ხელს უწყობს მაგისტრანტის მკვლევარად ჩამოყალიბებას – სამაგისტრო ნაშრომი ერთგვარად აჯამებს და თავს უყრის ყველა იმ ცოდნასა და უნარს, რასაც სტუდენტი იძენს სწავლების სრული კურსის გავლის განმავლობაში.
ნაშრომში მაგისტრანტი წარმოაჩენს სპეციალიზაციის სფეროში ჩატარებულ დამოუკიდებელ მეცნიერული კვლევის შედეგებს. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების ფორმირების პროცესის დასრულება.
- Teacher: დავით ნატროშვილი