კურსი უზრუნველყოფს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძვლების შესწავლას, ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე და მოიცავს შემდეგ თემებს:
• ინფორმაცია, ინფორმაციის საზომი ერთეულები,
• ოპერაციული სისტემა,
• საოფისე პროგრამები,
• ინტერნეტ-ტექნოლოგიები.
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს ინფორმატიკის საფუძვლებს, ინფორმაციის დამუშავებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების და სისტემების გამოყენების თავისებურებებს და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში ინფორმაციული სისტემების გამოყენების პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს.
- Teacher: Inga Gabisonia
- Teacher: Davit Sidamonidze
კურსი ითვალისწინებს პათოფსიქოლოგიის საფუძვლების სწავლებას. პათოფსიქოლოგია შეისწავლის
ადამიანის ფსიქიკური მოქმედების თავისებურებებს ფსიქიკური ან სომატური დაავადებით
განპირობებული ტვინის პათოლოგიური მდგომარეობის შემთხვევაში. პათოფსიქოლოგია,
როგორც თეორიული დისციპლინა, შეისწავლის ანომალური განვითარების ბიოლოგიურ და
სოციალურ-კულტურულ თავისებურებებს, სიმპტომების წარმოქმნის მექანიზმებს,
ინდივიდუალური, პიროვნული და მოტივაციური ფაქტორების როლს ფსიქოპათოლოგიური
სინდრომების სტრუქტურისა და დინამიკის დეტერმინაციაში.თავის ტვინის ნებისმიერი
დაავადება, ისევე, როგორც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე მოქმედი სომატური
დაავადება, იწვევს უმაღლესი ნერვული მოქმედების ნორმალური მიმდინარეობის
დარღვევას, რის გამოც არსებითად იცვლება პიროვნების ფსიქიკური პროცესები,
მდგომარეობა და ნიშან-თვისებები (აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, რთული
მიზანმიმართული საქმიანობა და სხვ.). კურსის ფარგლებში
სტუდენტი მიიღებს ცოდნას ფსიქიკური გადახრების წარმოშობის მიზეზების, თავისებურებების,
გამოვლენის ფორმების შესახებ. ფსიქოტურ ფენომენებს სტუდენტი შეისწავლის როგორც ცალკე აღებულს, ისე
ურთიერთმიმართებაში – რომელ ფსიქიკურ თუ სომატურ დაავადებას ახასიათებს ფსიქიკური
ფუნქციონირების ესა თუ ის პათოლოგიური გამოვლინება. თეორიული ცოდნის გარდა,
სტუდენტს შეუმუშავდება დიაგნოსტიკური, საექსპერტო და ფსიქოკორექციული საკითხების
გადაწყვეტის პირველადი უნარ-ჩვევები.
- Teacher: თეა გურაშვილი