კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

*ახდენს საკვლევი საკითხის იდენტიფიცირებას და აყალიბებს აკადემიური

ნაშრომის საკვლევ ჰიპოთეზას;

*საკვლევ საკითხზე მიზნობრივად მოიძიებს სანდო და რელევანტურ წყაროებს,

ახარისხებს და კრიტიკულად აანალიზებს;

*ციტირების, პერიფრაზირებისა და რეზიუმირების დროს წყაროებს ამოწმებს

ციტირების დადგენილი სტილის შესაბამისად;

*საკუთარ მოსაზრებებს აყალიბებს არგუმენტირებულად და ასაბუთებს შესაბამისი

მტკიცებულებებით;

*კრიტიკულად აფასებს საკითხის გარშემო არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას და

ამზადებს სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას;

*ამზადებს სტრუქტურულად, შინაარსობრივად და აკადემიურად გამართულ

აკადემიურ ნაშრომს (რეფერატს);

*საკუთარ დასკვნებს, არგუმენტაციას წარადგენს აკადემიურ თუ პროფესიულ

საზოგადოებასთან როგორც წერითი სახით, ასევე ზეპირი პრეზენტაციის

საშუალებით;

*იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და თავს არიდებს პლაგიატს.