კომუნიკაცია ჯანდაცვაში მეორე კურსის საგანია, რომლის მიზანიცაა ჯანდაცვის მენეჯმენტის ბაკალავრიატის მეორე და უფრო მაღალი კურსის სტუდენტებს შეასწავლოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
1. რა არის კომუნიკაცია, მისი ფორმები, შინაარსი და მნიშვნელობა
2. სტრატეგიული კომუნიკაცია
3. ანტი-კრიზისული კომუნიკაცია
4. ადვოკაცია ჯანდაცვაში
კურსი მიზნად ისახავს ინტერაქციულ რეჟიმში სტუდენტებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის ნდობის ფორმირებაზე
- მასწავლებელი: Davit Shovnadze