მაგისტრანტები დახვეწენ ქართულად წერის ხელოვნებას,
აუმაღლდებათ მეტყველების კულტურის დონე და დაეხვეწებათ აკადემიური ნაშრომის
შესასრულებლად აუცილებელი უნარ-ჩვევები. ისინი
შეძლებენ დამოუკიდებელ აკადემიურ კვლევას; შეისწავლიან საერთაშორისო
პრაქტიკაში დამკვიდრებულ აკადემიური წერის პრინციპებს;
გამოუმუშავდებათ აზრის მწყობრად, არგუმენტირებულად და გამართულად
ჩამოყალიბების, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების უნარები, წერილობითი
ნაშრომისა მომზადებისა და სათანადოდ გაფორმების უნარი; კურსი
შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, დაეუფლონ არგუმენტისა და
კონტრარგუმენტის სწორად ფორმულირებას, მიზნისათვის შესაფერისი სტილის
შერჩევას; ექნებათ პრეზენტაციები, დისკუსიები, ჩამოუყალიბდებათ საჯარო
გამოსვლის უნარ-ჩვევები და, რაც მთავარია, აკადემიური კეთილსინდისიერების
უნარი, ისწავლიან პლაგიატის თავიდან აცილების გზებს.
- Teacher: Mariam Manjgaladze