კურსი უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო კონცეფციების შესწავლას, საკომუნიკაციო ტექნო¬ლოგიების თანამედროვე საშუალებათა გამოყენების თვალსაზრისით. ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე და მოიცავს ტექსტურ რედაქტორთან მუშაობის საკითხებს.
სასწავლო კურსში შეისწავლება ტექსტური რედაქტორის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მისი საშულებით დოკუმენტის შექმნა, რედაქტირება, დაფორმატება, ცხრი¬ლების და სხვა გრაფიკული გამოსახულების ჩასმა.
სწავლების ძირითადი მიზანია სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევების ეფექტური გამოყენება. სტუდენტმა შეიძინოს საბაზისო ცოდნა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, მიიღოს მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება და შეძლოს ინფორმაციის მართვა, დამუშავება, შეფასება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
- Teacher: Inga Gabisonia