სასწავლო კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და სამეცნიერო კვლევის მეთოდების გასაცნობად. სასწავლო კურსის ფარგლებში, ძირითადად აქცენტირებული იქნება სამაგისტრო ნაშრომის შექმნის წესები, მეთოდები და პრინციპები. გათვალისწინებული იქნება აგრეთვე ის თავისებურებანი, რაც განასხვავებს სამაგისტრო ნაშრომს სწავლების სხვა საფეხურებზე გათვალისწინებული ნაშრომებისგან.

სამაგისტრო ნაშრომის შესაქმნელად საჭირო აკადემიური წერისა და სამეცნიერო კვლევის მეთოდებს სტუდენტები შეისწავლიან სამართლებრივი კვლევისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. საწყის ეტაპზე სტუდენტები დაეუფლებიან ზოგადად აკადემიური წერისა და სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგიას, ხოლო შემდეგ ეტაპზე თანმიმდევრულად იქნება განხილული სამაგისტრო ნაშრომის შექმნის სხვადასხვა საფეხურები მოსამზადებელი ეტაპიდან - საბოლოო საფეხურამდე. სამაგისტრო ნაშრომის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს სტუდენტები განივითარებენ როგორც ლექცია-სემინარების ინტერაქციულ ნაწილში და დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებით, ასევე პრაქტიკული დავალებების შესრულების გზით. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები მომზადებულნი იქნებიან სამაგისტრო ნაშრომის შექმნისთვის.