რას ისწავლიან მაგისტრანტები "აკადემიური წერის" კურსის გავლის შემდეგ?
მაგისტრანტები შეისწავლიან სამეცნიერო ტექსტის შექმნის ძირითად პრინციპებს. შეძლებენ გამართულად, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, დაწერონ აკადემიური ნაშრომი; შესაბამისად, შეისწავლიან აკადემიური სტილის სახეობებსა და თავისებურებებს; აკადემიური წყაროების დამუშავების ხერხებს; არგუმერტირებულ მსჯელობას, კრიტიკულ აზროვნებას; კრიტიკული კითხვის სტრატეგიებს; აკადემიურ კეთილსინდისიერებას, პლაგიატის თავიდან აცილების გზებს და სხვ.; ყურადღება მიექცევა ბიზნესის მეცნიერებათა ტერმინოლოგიის გამოყენების მნიშვნელობას კრიტიკული აზროვნების, კითხვისა და აკადემიური წერის უნარების ჩამოყალიბებისას; ისწავლიან როგორ წარადგინონ აკადემიური ნაშრომი სამეცნიერო საზოგადოების წინაშე ორატორული ხელოვნების ძირითადი წესების გამოყენებით; დახვეწენ და განივითარებენ აკადემიური წერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
- მასწავლებელი: Mariam Manjgaladze