კურსი უზრუნველყოფს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძვლების შესწავლას, რომელთა გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, სტუდენტთა შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქციული გადაწყვეტილების მისაღებად; ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე და მოიცავს შემდეგ თემებს:
- ინფორმაცია, ინფორმაციის საზომი ერთეულები
- კომპიუტერის არქიტექტურა
- ოპერაციული სისტემა Windows 10
- ინტერნეტ-ტექნოლოგიები
 - გუგლის აპლიკაციები
- ონლაინ პრეზენტაციის ინსტრუმენტი (Prezi.com)
 - საოფისე პროგრამები (MS PowerPoint Presentation)