სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტმა გაიგოს ევროკავშირის საგარეო ქმედებების, კერძოდ, სამეზობლო პოლიტიკის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მიზნები, მესამე ქვეყნებში მიმდინარე ევროინტეგრაციული პროცესების არსი და გაფართოების სპეციფიკა, მნიშვნელობა, დანიშნულება; შეიმეცნოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის წარსული გამოცდილება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.