მოლაპარაკების წარმოების მეთოდების კურსი ორიენტირებულია მოლაპარაკებების სხვადასხვა კონტექსტში წარმოების საკითხებზე. მოცემული კურსი მოიცავს საკითხთა გადაჭრის ზოგად თემატიკას მრავალკულტურული გარემოს გათვალისწინებით. კულტურა ზეგავლენას ახდენს მომლაპარაკებელთა სტრატეგიებზე ინფორმაციის გამოყენებაში, საკითხთა წამოჭრაზე, ინტერესებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე, ასევე სოციალურ, კულტურულ და ლეგალურ გარემოზე სადაც იმართება მოლაპარაკებები. სიმულაციებში მონაწილეობით, ქეისების ანალიზით და დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებით, სტუდენტები ეცნობიან და ინვითარებენ კულტურათა შორის მოლაპარაკების უნარ-ჩვევებს. ყოველივე ზემოთხსენებულის შედეგად სტუდენტები გამოიმუშავებენ გლობალურ გარემოში პრობლემების მოგვარების და მოლაპარაკების წარმოების უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს.