კურსი ორიენტირებულია სტუდენტებს ასწავლოს ქართულად წერის ხელოვნება, აუმაღლოს მეტყველების კულტურის დონე და დაეხმაროს აკადემიური ნაშრომის შესასრულებლად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში. სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებელ აკადემიურ კვლევას; შეისწავლიან საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ აკადემიური წერის პრინციპებს; პრაქტიკულ მეცადინეობებზე შეასრულებენ სპეციალურ სავარჯიშოებს, რომლებიც ხელს უწყობს ზეპირი და წერითი მეტყველების დახვეწას; გამოუმუშავდებათ აზრის მწყობრად, არგუმენტირებულად და გამართულად ჩამოყალიბების, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების უნარები, წერილობითი ნაშრომისა მომზადებისა და სათანადოდ გაფორმების უნარი; კურსი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, დაეუფლონ არგუმენტისა და კონტრარგუმენტის სწორად ფორმულირებას, მიზნისათვის შესაფერისი სტილის შერჩევას; ექნებათ პრეზენტაციები, დისკუსიები, ჩამოუყალიბდებათ საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები. ჩამოუყალიბდებათ აკადემიური კეთილსინდისიერების უნარი, ისწავლიან პლაგიატის თავიდან აცილების გზებს.