აკადემიური წერის კურსი მოიცავს წერის პროცესისთვის მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომელთა ცოდნაც სავალდებულოა ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; გათვალისწინებულია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: სამეცნიერო სტილის სპეციფიკა; კვლევა და არგუმენტირების სისტემა; სამეცნიერო ნაშრომის წყაროები და მათი დამუშავების ხერხები: შეჯამება, პერიფრაზი და ციტირება; პლაგიატის რაობა; წყაროს დამოწმება; კრიტიკული კითხვის მეთოდები, ანალიტიკური რეფერატის სტრუქტურა და მისი აგების მექანიზმი; ნაშრომის შავი ვერსიის შექმნა, შესწორება, რედაქტირება და საბოლოო ფორმირება. კურსი ასევე ითვალისწინებს იმ ხერხებისა და საშუალებების შესწავლას, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტი შეძლებს ნაშრომის პრეზენტაციას, აუდიტორიის წინაშე საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებას, გამოიმუშავებს წერითი თუ ზეპირი ფორმით მართებული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარს.