აკადემიური წერის კურსი გულისხმობს სტუდენტებისთვის აკადემიური ნაშრომის მოსამზადებლად საჭირო საბაზისო უნარებისა და ცოდნის მიცემას.  სასწავლო კურსი მოიცავს აკადემიური წერის ძირითად ელემენტებს და პრინციპებს თანამედროვე მეთოდებისა და სტანადრტების გათვალისწინებით. კურსის მსვლელობისას სტუდენტები გაეცნობიან აკადემიური წერის არსსა და საჭიროებას, აკადემიური ნაშრომის ტიპებს, მის შემადგენელ სტრუქტურულ ელემენტებს, აკადემიური ნაშრომის ფორმატს, აკადემიური ნაშრომის მოსამზადებლად საჭირო სტანდარტებს. ამასთანავე, საგანგებო ყურადღება გამახვილდება აკადემიური კეთილსინდისიერების, პლაგიატისა და მისი სახეების, აკადემიური სტილის დაცვის საკითხებზე, წყაროების მითითების სათანადო წესებზე.