ქართული ენის სტილისტიკის კურსი
პრაქტიკული ხასიათისაა და განიხილება სხვა ენათმეცნიერულ დისციპლინებთან (გრამატიკა,
ლექსიკა..) მჭიდრო კავშირში და მიმოიხილავს რიგ ლიტერატურულ ტექსტებსა და ჟანრებს;
მათი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სტუდენტი შეისწავლის ქართული სამწიგნობრო ენის სტილურ
სახესხვაობებსა და თავისებურებებს.
კურსის მოსმენისას სტუდენტი ეუფლება ტექსტის ინტერპრეტაციის
ტექნიკებს ენათმეცნიერების სხვადასხვა ასპექტის მიხედვით, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან
საკითხებს, როგორიცაა: სტილის რაობა, სტილური ნაირსახეობები; სტილისტურად ნეიტრალური
და არანეიტრალური სიტყვები; ენის ლექსიკური ბაზის ზოგადი დახასიათება ფონეტიკის,მორფოლოგიისა
და სინტაქსის კუთხით, სიტყვის სემანტიკა -
მნიშვნელობის ცვლა, სინონიმია, ომონიმია, ანტონიმია, პარონიმია, ტროპული მეტყველების
სახეობები, როგორც სტილური ვარიანტულობის საფუძველი; სიტყვა და კონტექსტი; სტილისტიკური
ხარვეზები და მათი გამომწვევი მიზეზები და სხვ. თითოეულ კვირაში სტუდენტები გაეცნობიან და განიხილავენ ლიტერატურულ ტექსტს და
გაიწაფებიან მის სტილისტურ ანალიზში, განხილული იქნება როგორც სალიტერატურო, ასევე
სხვა ტიპის ტექსტებიც.