კურსი გააცნობს სტუდენტებს მაკროეკონომიკის ძირითად ცნებებს, მეთოდებსა და პრინციპებს. გადმოცემულია ეკონომიკური სისტემის, როგორც მთლიანის, შესწავლის გზები, მეთოდები და შედეგები. აღწერილია ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების (მთლიანი შიდა პროდუქტი, ინფლაცია, უმუშევრობა, ეკონომიკური ზრდა) შინაარსი და გაზომვის მეთოდები, ფინანსური სისტემის შემადგენელი ნაწილები და ფუნქციონირების პრინციპები, მთავრობის მიერ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარების მიზნები, საშუალებები და შედეგები, ღია ეკონომიკის ფუნქციონირებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი პრინციპები.