სოციოლოგიის შესავალი კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს სოციოლოგიის, როგორც სოციალური მეცნიერების არსი; თეორიები და მეთოდები, რომლებიც სოციალური ჯგუფების, ინდივიდებისა და მათ შორის ურთიერთობების შესწავლასა და ინტერპრეტაციას ხდის შესაძლებელს. ასევე, კურსის მიზანია სტუდენტს გადაეცეს ცოდნა საზოგადოების ძირეული სოციალური ინსტიტუტების შესახებ. კურსის გავლის შედეგად სტუდენტებმა უნდა შეძლონ საზოგადოების ფუნქციონირების შესახებ სოციოლოგიური კატეგორიების გამოყენებით მსჯელობა.