სასწავლო კურსი  სტუდენტებს შეასწავლის გვიანდელი მოდერნისა და პოსტმოდერნის თეორეტიკოსების ნააზრევს. სტუდენტები გაეცნობიან პოსტმოდერნიზმის, როგორც აზროვნების განსაზღვრული წესის (დისკურსის) თავისებურებას. სტუდენტები გაეცნობიან იმ ცვლილებებს, რომლებიც შეეხო ინდივიდს, ხელოვნებას, მოდას, არქიტექტურას. კურსში განხილულია შემდეგი საკითხები: პოსტმოდერნისტული სოციალური თეორიის წარმოშობა, სტრუქრტურალიზმი და  პოსტრუქტურალიზმი; სტრუქტურალიზმი,  პოსტსტრუქტურალიზმი და პოსტმოდერნიზმი; პოსტმოდერნისტული სოციალური თეორია; პოსტმოდერნიზმი როგორც ამბივალენტურობის ლეგიტიმაცია.