კურსი უზრუნველყოფს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძვლების შესწავლას, რომელთა გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, სტუდენტთა შემოქმედებითობსა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქციული გადაწყვეტილების მისაღებად; ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ინფორმაცია, ინფორმაციის საზომი ერთეულები;
  • კომპიუტერის არქიტექტურა;
  • ოპერაციული სისტემა, Windows 10;
  • ინტერნეტ-ტექნოლოგიები;
  • საოფისე პროგრამები.