კურსი უზრუნველყოფს პროგრამული პროდუქტების - MS ACCESS, MS PROJECT და SPSS –ის საფუძვლების შესწავლას. კურსი დაეხმარება სტუდენტს მიიღოს აღნიშნულ პროგრამულ პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება. შედეგად სტუდენტი შესძლებს მათ გამოყენებას პრაქტიკულ საქმიანობაში, სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ამოცანების გადაჭრისას. კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგზე და მოიცავს შემდეგ თემებს:
- მონაცემთა ბაზების აგება და მართვა MS ACCESS -ის მეშვეობით,
- პროექტების დაგეგმვა და მართვა MS PROJECT-ის მეშვეობით,
- სხვადასხვა ტიპის ბიზნეს კვლევის შედეგების ანალიზი SPSS–ის გამოყენებით.
- Teacher: ნინო ლომიძე