კურსი მოიცავს ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე შესრულებული წერილობითი თარგმანის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების სიღრმისეულ დამუშავებას. კურსში დომინირებს პრაქტიკული მეცადინეობის კომპონენტი - ხდება აუთენტური ტექსტობრივი მასალის დამუშავება. ამავდროულად, კონკრეტული მთარგმენლობითი ამოცანების პრაქტიკული გადაწყვეტის საშუალებით ხდება, ერთის მხრივ, უკვე ათვისებული თეორიული ცოდნის გამყარება / პრაქტიკაში ტრანსფორმირება, მეორე მხრივ კი დამატებითი მთარგმნელობითი სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც უშუალოდ განაპირობებს წერილობითი თარგმანის ადეკვატურ გაფორმებას.