აკადემიური წერა არის საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსი,
რომელიც გულისხმობს სტუდენტებისთვის აკადემიური ნაშრომის მოსამზადებლად
აუცილებელი საბაზისო ცოდნისა და უნარების გაზიარებას. კურსი მოიცავს
აკადემიური წერის ძირითადი ელემენტებისა და პრინციპების სწავლებას
თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით. სტუდენტები შეისწავლიან
აკადემიური ტექსტის შექმნას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომლებშიც
მოიაზრება: ნაშრომის სტრუქტურული კომპონენტების დაგეგმვა, საკვლევი თემის
შესაბამისად მასალის მოძიება და კრიტიკული კითხვა, სამუშაო ჰიპოთეზის
ჩამოყალიბება, არგუმენტირება და ლოგიკური მსჯელობის აგება, ნაშრომის
სტრუქტურული კომპონენტების მიხედვით გამართვა და ენობრივ-სტილისტური
მხარის მოწესრიგება, წყაროების მითითებისა და გამოყენებული ლიტერატურის
ფორმატის დაცვა. სტუდენტები ასევე გაეცნობიან აკადემიური
კეთილსინდისიერების პრინციპებს და ნაშრომებს ატვირთავენ პლაგიატის
არიდების პროგრამაში „ტურნიტინი”.
- მასწავლებელი: Mariam Manjgaladze