რეფერატი წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში, 2023 წლის 20 ივნისის (სამშაბათი) - ღამის 12:00 საათამდე.
რეფერატის საკითხის არჩევა თქვენს ინტერესზე და სურვილზეა, ბუნებრივია, განათლების ფსიქოლოგიის თემატიკის შესაბამისობაში. გნებავთ რა საკითხზეც აკეთებთ პრეზენტაციას იმავე საკითხზე მოამზადეთ რეფერატი, გნებავთ სხვა თემა შეარჩიეთ.
ნუ გამოიყენებთ მხოლოდ იმ წიგნებს/მასალებს, რაც ჩვენ ისედაც გავიარეთ ამ კურსის განმავლობაში (განსაკუთრებით ეს ეხება იმ საკითხებს რაც ჩვენ ისედაც გავიარეთ). აუცილებლად მოიძიეთ და დაამატეთ ლიტერატურა. მხოლოდ ჩვენი ძირითადი წიგნებიდან მომზადებული თემა (მით უფრო უკვე განვლილი საკითხები) შეფასდება ძალიან დაბალი ქულით, რადგან ეს ისედაც ვისწავლეთ. ამდენად, მოიძიეთ, დაამატეთ ლიტერატურა.
რეფერატი უნდა ასახავდეს თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებას, შესაბამისი სამეცნიერო ტექსტების არჩევა-დალაგებას; სხვადასხვა წყაროების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მათ განხილვას.
რეფერატის სტრუქტურა უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით:
1. თავფურცელი - ნაშრომის პირველი გვერდი;
2. სარჩევი;
3. შესავალი - ნაშრომის ზოგადი მიმოხილვა, რომელშიც უნდა აისახოს დამუშავებული თემის აქტუალობის დასაბუთება, დასმული ამოცანა/ამოცანები;
4. ტექსტის ძირითადი ნაწილი - თემის განხილვა, რელევანტური ლიტერატურის მიმოხილვა;
5. დასკვნა - უნდა ასახავდეს ნაშრომის შეჯამებას/შედეგებს/დასკვნებს;
6. ბიბლიოგრაფია - წარმოდგენილი უნდა იქნეს ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით.
რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილი აკადემიური წერის მოთხოვნებს.
რეფერატი უნდა იყოს სულ მცირე 5-6 ნაბეჭდი გვერდი (თავფურცელის, სარჩევის და ბიბლიოგრაფიის გარეშე - ანუ იგულისხმება ძირითადი ტექსტი, თუ მეტი იქნება არაა პრობლემა).
რეფერატი ატვირთეთ მუდლზე მითითებულ დრომდე. გთხოვთ, მეილზე ნუ გამომიგზავნით, რადგან მეილზე გამოგზავნილი და/ან დაგვიანებული ნაშრომი არ ჩაითვლება.
დავალება მოწმდება Turnitin პროგრამაში პლაგიატზე, ამიტომ გთხოვთ, უბრალოდ ნუ გადმოაკოპირებთ ტექსტებს, თქვენი სიტყვებით გააზრებულად გადმოეცით შინაარსი. ნაშრომს რომელსაც ექნება 15%-ზე მეტი პლაგიატის მაჩვენებელი ავტომატურად განულდება.
გისურვებთ წარმატებებს!
- Teacher: Shorena Kuchukhidze