
Grata ad cursum communicationis interculturalis
მოხარული ვარ შეგხვდეთ აკადემიურ სივრცეში! გისურვებთ წარმატებულ სემესტრს და ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას! 📚🧾👩🎓👨🎓📚🧾 პატივისცემით, პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი ირინა ცინცაძე
ინტერდისციპლინარული კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ინტერკულტურული კომუნიკაციის რელევანტურ პრინციპებს:
- კომუნიკაციის თეორიის ზოგად მოდელს;
- კომუნიკაციურ კომპეტენციასა და მის კომპონენტებს;
- კულტურული იდენტიფიკაციის კონცეპტუალურ საკითხებს;
- კულტურისა და ენის კორელაციებს;
- მასობრივი კომუნიკაციის გამოწვევებს ინფორმაციულ საზოგადოებასა და გლობალურ ეპოქაში;
- კულტურისა და სოციუმის ურთიერთმიმართებებს;
- გლობალიზაციის სხვადასხვა კონტექსტს;
- კოლექტიური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის ასპექტებს;
- კულტურათშორისი კომუნიკაციის დონეებს;
- თანაკულტურული კომუნიკაციის პრინციპებს;
- საერთაშორისო კომუნიკაციის კონტექსტში კომუნიკანტთა ინტერპერსონალურ თანამოაზრედ ტრანსფორმაციასა და ინტერჯგუფური ალიანსების ფორმირებას;
კურსის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა მულტიკულტურულ გარემოში ადაპტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს, რაც თანამედროვე გლობალურ სამყაროში წარმატებული კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციად არის მიჩნეული.
- Teacher: ირინე ცინცაძე
აკადემოირი წერა
- Teacher: ketevan intskirveli
- Teacher: Irine Kurtanidze