ბეჭდური მედიის კურსი სტუდენტებს შეასწავლის ჟურნალისთვისა და გაზეთისთვის წერის ძირითად პრინციპებს. სტუდენტები ისწავლიან, როგორ უნდა იქცეს სტატიის, პორტრეტის, რეპორტაჟის, ანალიზის, თვალსაზრისისა და სვეტის იდეა ჟურნალისთვის ან გაზეთისთვის შესაფერის, სიღრმისეულ ტექსტად.
კურსის ფარგლებში სტუდენტები გამოიმუშავებენ ტექსტის მომზადებისთვის საჭირო უნარებს; შეძლებენ სწორი იდეის აღმოჩენას; ტექსტის სრულყოფისთვის საჭირო კვლევის ჩატარებას, ინფორმაციის მოგროვებას; ინტერვიუს ჩატარებას, მასალის დახარისხებას, წერის პროცესის კონტროლსა და რედაქტორისთვის სწორად წარდგენას.
- Teacher: Irina Matchavariani
Grata ad cursum communicationis interculturalis
ინტერდისციპლინარული კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ინტერკულტურული კომუნიკაციის რელევანტურ პრინციპებს:
- კომუნიკაციის თეორიის ზოგად მოდელს;
- კომუნიკაციურ კომპეტენციასა და მის კომპონენტებს;
- კულტურული იდენტიფიკაციის კონცეპტუალურ საკითხებს;
- კულტურისა და ენის კორელაციებს;
- მასობრივი კომუნიკაციის გამოწვევებს ინფორმაციულ საზოგადოებასა და გლობალურ ეპოქაში;
- კულტურისა და სოციუმის ურთიერთმიმართებებს;
- გლობალიზაციის სხვადასხვა კონტექსტს;
- კოლექტიური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის ასპექტებს;
- კულტურათშორისი კომუნიკაციის დონეებს;
- თანაკულტურული კომუნიკაციის პრინციპებს;
- საერთაშორისო კომუნიკაციის კონტექსტში კომუნიკანტთა ინტერპერსონალურ თანამოაზრედ ტრანსფორმაციასა და ინტერჯგუფური ალიანსების ფორმირებას;
კურსის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა მულტიკულტურულ გარემოში
ადაპტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს, რაც თანამედროვე
გლობალურ სამყაროში წარმატებული კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
კომპეტენციად არის მიჩნეული.
- Teacher: ირინე ცინცაძე