- Teacher: Tamta Kakriashvili
- Teacher: Nino Zhizhilashvilil
აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან პრესის ენის თავისებურებებს, გაეცნობიან და აითვისებენ პერიოდული გამოცემებისათვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას, სინტაქსსა და სტილისტურ ხერხებს. ისინი შეასრულებენ პერიოდული გამოცემებიდან შერჩეული სტატიების თარგმანებს ინგლისურიდან ქართულად და პირიქით. შედეგად, შეექმნებათ იმ სპეციფიკური სიტყვებისა და ფრაზებისაგან შედგენილი ბუნებრივი ლექსიკონი, რომელთაც კურსით გათვალისწინებულ ემპირიულ მასალაში შეხვდებიან. ლექციაზე ახალი მასალის დამუშავებასთან ერთად მოხდება საშინაო დავალებების შესწორება და განხილული ვარიანტების ერთმანეთთან შეჯერება ინდივიდუალური, ჯგუფური თუ წყვილური მუშაობის ფორმატის გამოყენებით, რაც დიდად შეუწყობს ხელს თარგმანში მათ დაოსტატებს. სტუდენტები ასევე ინგლისურ ენაზე გაეცნობიან პრესის ენის თეორიულ საფუძვლებს და სტატიების შექმნის ხელოვნებას.
- Teacher: Ekaterine Archvadze