Grata ad cursum communicationis interculturalis


ინტერდისციპლინარული კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ინტერკულტურული კომუნიკაციის რელევანტურ პრინციპებს: 

  • კომუნიკაციის თეორიის ზოგად მოდელს; 
  • კომუნიკაციურ კომპეტენციასა და მის კომპონენტებს;
  • კულტურული იდენტიფიკაციის კონცეპტუალურ საკითხებს; 
  • კულტურისა და ენის კორელაციებს; 
  • მასობრივი კომუნიკაციის გამოწვევებს ინფორმაციულ საზოგადოებასა და გლობალურ ეპოქაში;
  •  კულტურისა და სოციუმის ურთიერთმიმართებებს; 
  • გლობალიზაციის სხვადასხვა კონტექსტს; 
  • კოლექტიური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის ასპექტებს;
  •  კულტურათშორისი კომუნიკაციის დონეებს; 
  • თანაკულტურული კომუნიკაციის პრინციპებს; 
  • საერთაშორისო კომუნიკაციის კონტექსტში კომუნიკანტთა ინტერპერსონალურ თანამოაზრედ ტრანსფორმაციასა და ინტერჯგუფური ალიანსების ფორმირებას;

კურსის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა მულტიკულტურულ გარემოში

ადაპტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს, რაც თანამედროვე

გლობალურ სამყაროში წარმატებული კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს

კომპეტენციად არის მიჩნეული.